ჩხოროწყუში, სოფელ ახუთში მდებარე კუხალეიშვილების ოდას, რომელიც 170 წელს ითვლის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, შესაძლოა რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.
ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ოდა გადახურვას საჭიროებს. მისივე ცნობით, ამ საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან უკვე ისაუბრა და უახლეს პერიოდში სპეციალისტები საკითხს ადგილზე შეისწავლიან. სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმება საუკუნოვანი ოდის რეაბილიტაცია.
მასალის გამოყენების პირობები