ჭუბერში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრის აღდგენითი სამუშოები და მდინარის კალაპოტის წყალდიდობის დროს ჩამოტანილი მასალისგან გაწმენდა მიმდინარეობს. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, ადგილზე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი. ვიბლიანის თქმით, რომ არა გასულ წელს, ჭუბერში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ჩატარებული აღდგენითი, სტიქიის საპრევენციო და კალაპოტის მოწყობის ღონისძიებები დღეს რთული შედეგი გვექნებოდა, რადგან ხეობაში მოსული უხვი ნალექი შარშანდელზე ნაკლები არ იყო.
სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ადგილზე ვითარება სტაბილურია, წუხელ ხეობაში არ უწვიმია, წყლის დონემ იკლო და მდინარე კალაპოტში მიედინება.
უხვი ნალექების შედეგად, ნენსკრას ხეობაში არსებული შენაკადი მდინარე დევრულა ადიდდა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაზიანდა სოფელ ყარს-გურიშთან დამაკავშირებელი საავტომობილო და რამდენიმე შიდა სასოფლო ხიდი.
ამავე თემაზე:
ჭუბერის თემში მდინარე დევრულას დინებამ იკლო
ჭუბერის მკვიდრი: სადაც ადიდებული მდინარის გადასვლის საშიშროებაა, ტექნიკა მუშაობს (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები