მესტიაში, ბეჩოს თემში გრძელდება ორი ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები. როგორც მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა რადიო
"ათინათს" უთხრა, ამ წუთებში მდინარიდან
იმ ავტომობილის ამოსაყვანად ემზადებიან, რომელშიც მამაკაცები გადავარდის მომენტში ისხდნენ.
„მოყვანილია სპეციალური ტექნიკა, რომ მოხერხდეს მდინარიდან მანქანის ამოყვანა. არ ვიცი, არიან თუ არა შიგნით“, - გვითხრა მერმა.
ორი ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები გამთენიისას
განახლდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურებს ჯგუფები ადგილზე ზუგდიდიდან და ქუთაისიდან დაემატა.
ბეჩოს ხიდთან, სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა მდინარეში 7 ივნისს, ღამით გადავარდა.
მასალის გამოყენების პირობები