ფოთის საზღვაო ნავსადგური, რომელსაც ღრმაწყლოვანი პორტის აშენება სურს, განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში მათ საინვესტიციო გეგმებზე საუბრობენ. რადიო
„ათინათი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ფოთის საზღვაო ნავსადგური მისი დაარსებიდან, ჯერ კიდევ 1858 წლიდან, წარმოადგენს კავკასიის რეგიონის სატრანსპორტო კარიბჭეს. აღნიშნული სტრატეგიული მნიშვნელობის ნავსადგურის განვითარების შეუქცევადობის უზრუნველსაყოფად, სამომავლო ზრდის პერსპექტივის გათვალისწინებით, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ნავსადგურის გაფართოების წინასწარი გეგმა, რომელიც თვალისწინებს 250 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას. ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება გაზრდის საქართველოში წარმოებული ბიზნესების კონკურენტულ უპირატესობას და ექნება პირდაპირი გავლენა მომხმარებლებზე. გამოყენებულ იქნება ფოთის საზღვაო ნავსადგურის არსებული ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ბაზები ფოთში, ქალაქში, რომლის 41,000-იანი მოსახლეობა ეკონომიკურად სრულადაა დამოკიდებული ნავსადგურზე.
2018 წლის დასაწყისიდან, „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ (ეიპიემ ტერმინალს ფოთი) ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროგრესული გეგმის შექმნა-განვითარებაზე თანამშრომლობა დაიწყო ქართულ პარტნიორთან - „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი“. აღნიშნული გეგმის თანახმად, 1640-მეტრიანი დამცავი მოლი ახალ ნავსადგურს დაიცავს არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობების უარყოფითი ზეგავლენისა და მდინარე რიონის მიერ ჩამოტანილი ნაშალი მასალისაგან. ამასთან, 700-მეტრიანი ნავმისადგომი მოემსახურება უფრო დიდი ზომის და ეფექტურ სატვირთო გემებს, ხოლო 25 ჰექტარის ფართობის საკონტეინერო ტერიტორია შექმნის ტვირთნაკადის გაზრდისა და საქართველოს სარკინიგზო სისტემის უკეთ მომარაგებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობებსაც. გაფართოების შემდეგ, ნავსადგურს ექნება საშუალება, მოემსახუროს 300 მეტრამდე სიგრძის გემებს 13.5-14.5 მეტრი სიღრმის მქონე ორ ნავმისადგომზე.
400 მეტრიანი ნავმისადგომი მოეწყობა ნაყარი, 300 მეტრიანი ნავმისადგომი კი - კონტეინერიზებული ტვირთებისათვის. სატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ამწეები, ნაყარი ტვირთების დასამუშავებელი სპეციალიზებული მტვირთველები და უშუალოდ ნავმისადგომის სიახლოვეს განლაგებული ტვირთების დასასაწყობებელი მოცულობითი ობიექტები საქართველოს საშუალებას მისცემს გახდეს უფრო ძლიერი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პარტნიორი მომხმარებლებისთვის მთელს რეგიონში. ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო ტვირთების გამტარუნარიანობა გაიზრდება 1 მილიონ TEU-მდე (ოცფუთიანი კონტეინერის ეკვივალენტი), ხოლო 60,000 ტონიან (პანამაქსის ტიპის) ნაყარი ტვირთის გემებს ნავსადგურის ახალი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები გაუწევს ეფექტურ მომსახურებას. ჯამში, ნავსადგურის წლიური ტვირთების გამტარუნარიანობა დამატებით 10 მილიონი ტონით გაიზრდება. მოსალოდნელია, რომ ახალი ნავსადგური მომხმარებლებისათვის, უფრო დიდი ზომის გემების მიღების შესაძლებლობით, ტვირთების დასაწყობების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით და მსოფლიო დონის საპორტო ოპერატორით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურებას და მოიზიდავს იმ ნაყარ ტვირთებს, რომლებიც ამჟამად არ მოძრაობს საქართველოს სატრანსპორტო APM Terminals Poti Poti Sea Port Corp. 38, D. Aghmashenebeli Str. 4401 Poti, Georgia T +995-493-277777 www.apmterminals.com Classification: Public დერეფნის გავლით. ტვირთმფლობელებისთვის გაიზრდება პოტენციური ბაზრები, რაც თავის მხრივ, დაეხმარება ქართულ პროდუქციას კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. მშენებლობის სავარაუდო პერიოდი 24-30 თვეა და მასში, მეტწილად, ქართული რესურსებისა და სამუშაო ძალის გამოყენებაა დაგეგმილი, რაც დამატებით რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს ნიშნავს. მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს „ეიპიემ ტერმინალსის“ გამოცდილება და კომპეტენცია მსოფლიოს მასშტაბით დიდი ნავსადგურების მშენებლობაში. ამასთან, აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ხარჯი საქართველოს მთავრობისთვის პრაქტიკულად ნულოვანია. ურთიერთგაგების მემორანდუმი „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურსა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ შორის ძალაშია და მოლაპარაკებები აქტიურ, დასკვნით ფაზაშია შესული, იმ მოლოდინით, რომ საბოლოო შეთანხმება 2019 წლის მესამე კვარტალში იქნება მიღწეული. მშენებლობის ნებართვის მიღების სამსაფეხურიანი პროცესის პირველი ეტაპის შესახებ განაცხადი საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარედგინა 2018 წლის 11 ოქტომბერს, რომლის შესახებაც 2019 წლის 2 მაისს მიღებული დადებითი გადაწყვეტილება და გაუქმდა ამავე წლის 30 მაისს.
2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური - „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით. აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის ნავსადგურმა, რომელიც ფლობს საქართველოს ნავსადგურების გავლით კონტეინერების გადაზიდვის 85%-ს, შეძლო ნავსადგურში არსებული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობა/ტექნიკის განახლება, რათა ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი არსებული პოზიცია, როგორც მნიშვნელოვანი კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში“, - აცხადებენ კომპანიაში.
ამავე თემაზე:
მინისტრი: "ეიპიემ ტერმინალს ფოთს" უფლება აქვს ჩვენი გადაწყვეტილება სამართლებრივ ჭრილში განიხილოს
მასალის გამოყენების პირობები