ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე, 2019 წლის ბოლომდე 20 კოშკი და მაჩუბი უნდა განახლდეს. შესაბამისი ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, უნდა რეაბილიტირდეს კოშკები და მაჩუბები მესტიაში, ლაღამში, სოფელ მულახში, ეცერში, ბეჩოში, მაზერში, იფარში, ლანჩვალში, ლატარში, ცხუმარსა და უშგულში.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 2019 წლის 10 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს.
შესყიდვის ღირებულება 1 392 600 ლარია, წინადადებების მიღება კი 21-დან 26 ივნისის ჩათვლით მიიღება.
ამავე თემაზე:
მესტია - სვანური კოშკები (ფოტორეპორტაჟი)
მესტიაში ათი ძეგლი წლის ბოლომდე რეაბილიტირდება (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები