თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიიდან ოთხი წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს სტიქია მდინარე ვერეს ადიდებამ და ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მეწყერმა გამოიწვია.
13 ივნისის ღამით მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი, "მზიურის" პარკი და ზოოპარკი.
ტრაგედიას 21 ადამიანი, მათ შორის, ხობელი დები ინდირა და ლიზა ზარანდიები და ზუგდიდელი მარიამ ქუთელია ემსხვერპლა. ორი ახალგაზრდა მამაკაცი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილიც, ვოლიერეიდან გამოქცეულმა ერთ-ერთმა ვეფხვმა კი სტიქიიდან რამდენიმე დღეში ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ფოტო: "13 ივნისი - მოხალისეთა გაერთიანება"-ის ფეისბუქ გვერდი
მასალის გამოყენების პირობები