ზუგდიდში პირველი ხანდაზმულთა დღის ცენტრი გაიხსნა (ვიდეო)
14:54 / 13.06.2019
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე განთავსებული სოციალური საცხოვრისის შენობაში ხანდაზმულთა დღის ცენტრი გაიხსნა, რომელიც სოციალურად დაუცველ და უმწეო 25 ბენეფიციარს აერთიანებს.
ის რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა "თანაზიარმა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დღეს გახსნა. "თანაზიარის' დამფუძნებლის ხათუნა ბეჭვაიას თქმით, დღის ცენტრში ხანდაზმულთათვის ბევრი ღონისძიება და სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.
„მსგავსი პროექტი სამეგრელოს რეგიონში არ განხორციელებულა და დღეს ცენტრი პირველად გაიხსნა. ხანდაზმულთა დღის ცენტრი მთელი დღის განმავლობაში მოემსახურება ბენეფიციარებს. მათთვის ძალიან ბევრი აქტივობა არის დაგეგმილი. გარდა ამისა, იქნება სახელოვნებო სწავლება, კვება. დასაწყისში ბენეფიციარების რაოდენობა არის 25, თუმცა, ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. თვითმმართველობას ჰქონდა მონაცემთა ბაზა იმ ადამიანების, რომლებიც არიან მარტოხელები, უმწეოები და სოციალურად დაუცველები. თვითმმართველობამ გამოყო ამ ცენტრისთვის ფართიც“, - ამბობს ბეჭვაია.
დღის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, ბენეფიციარები, არასამთავრობო ორგანიზაციის, ბიზნეს სექტორის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთში.
სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო სხულუხია ამბობს, რომ მუნიციპალიტეტისთვის ხანდაზმულთა ზრუნვის შესახებ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ აქედან გამომდინარე მოიწონეს ეს იდეა.
რაც შეეხებათ ბენეფიციარებს, რომლებიც ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ, ამბობენ, რომ მათ გარემო მოსწონთ და აქ ყოველდღე ივლიან.
პროექტი "უზრუნველვყოთ ღირსეული ხანდაზმულობა" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "პარტნიორობა ჩართულობით პოლიტიკის შესაქმნელად“ ფარგლებში ხორციელდება და მას ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან: საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთთან“ (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან (KRDF) ერთად ახორციელებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები