ზუგდიდში შშმ პირთა უფლებების დღე აღინიშნება (ფოტო, ვიდეო)
13:56 / 14.06.2019
ზუგდიდში შშმ პირების უფლებების დაცვის დღის აღნიშვნა თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით დაიწყო. ღონისძიებაში მანაწილეობის მისაღებად სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ.
ცენტრალურ ბულვარში ამ დრომდე გრძელდება სხვადასხვა მუსიკალური და სპორტული აქტივობა, გამოფენა. ღონისძიების ორგანიზატორის ასოციაცია „ჰანგის“ ხელმძღვანელის რუსლან საჯაიას თქმით, მათ სურთ, შშმ პირების დღის აღნიშვნას რეგიონული სახე მიეცეს.
„გვსურს, რომ კვირეულის სახით ჩატარდეს ყველას მუნიციპალიტეტში და ბოლოს ზუგდიდში, რადგან ზუგდიდი არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არანმედ ინოვაციური მიდგომების კუთხითაა რეგიონის ცენტრი. რაც შეეხება გარემოსთან ადაპტირებას, ყველგან კატასტროფული სიტუაციაა, თუმცა, ცვლილებებისკენ ტენდენცია ნამდვილად შეინიშნება“, - აღნიშნა საჯაიამ.
ღონისძიების მხარდამჭერი ზუგდიდის მერიაა. მერიის სოციალური და ჯანდაცვის განყოფილების უფროსის გოგი რევიას განცახდებით, მერიას არაერთი სოციალური პროგრამა აქვს, რომელიც სწორედ შშმ პირებს მიემართება.
„მერიას აქვს მრავალმხრივი სოციალური პროგრამები, რომლებიც მიმართულია შშმ პირების მიმართ. ბოლო პერიოდში ადაპტირდა ტრანსპორტი, არის მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ გვსურს, გავაკეთოთ ისეთი სოციალური პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება თითოეული მათგანის სრულყოფილი სერვისისკენ“, - თქვა რევიამ.
თავად შშმ პირები ამბობენ, რომ მსგავსი დღეები მათთვის მნიშვნელოვანია.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები