მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. ეპარქიაში ამბობენ, რომ ისინი მზად არიან „ჭეშმარიტ მამულიშვილებს“ გვერდით დაუდგნენ.
„მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია თანადგომას გამოხატავს ქართველ ერს, ჭეშმარიტ მამულიშვილებს დაუდგეს გვერდით, მიუღებელია მსგავსი lgbt მარაზმის დაკანონება, განხილვაც კი!
აქ გვმართებს გონიერება "ქართველებს" წინაპრების მორწყულ მიწაზე სისხლის ფასად შენარჩუნებულ სამშობლოს არ შევაბილწინებთ არავის!
სვანეთი თქვენთან არის საქართველო!“, - აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში.
ამავე თემაზე:
თბილისში პრაიდის საწინააღმდეგო აქციას ზუგდიდში, დაახლოებით, 5 ადამიანი შეუერთდა (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები