სასამართლომ ზუგდიდში სამედიცინო დაწესებულებას ექთნისთვის განაცდურის ანაზღაურება დაავალა
რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ზუგდიდელი მადონა შეროზიას სარჩელი და ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებას მისთვის 800 ლარის ოდენობით განაცდურის
გადახდა დაავალა. მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი იცავდა.
„შეროზია უკანონოდ გაათავისუფლეს პროფესიული კომპეტენტურობისა და კვალიფიკაციის დაბალი დონის მოტივით. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კი ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება და გაერთიანებას 800 ლარის გადახდა დააკისრა“, - აცხადებენ TI-ში.
მადონა შეროზია სამედიცინო დაწესებულებიდან 2018 წლის მაისში გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები