ზუგდიდის ცენტრში, სავარაუდოდ, შვილზე ძალადობისთვის ქალი დააკავეს
ზუგდიდის ცენტრში სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ქალი, დაახლოებით, ერთი საათის წინ დააკავეს. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით,
ის, სავარაუდოდ, ოჯახში, კონკრეტულად კი, შვილზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. ქალი პოლიციამ გამსახურდიას ქუჩაზე აიყვანა.
შს სამინისტროში გვითხრეს, რომ დაკავების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.
მასალის გამოყენების პირობები