მესტიაში ძლიერი წვიმის გამო წყალმოვარდნებსა და მეწყრულ პროცესებს პროგნოზირებენ
მესტიაში სინოპტიკოსები დღეიდან ძლიერ წვიმას ელოდებიან. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, მთაში და მაღალ მთაში უხვი ნალექის გამო
მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესებია მოსალოდნელი.
რაც შეეხება ზუგდიდს, სინოპტიკოსები მომდევნო დღეების განმავლობაში, უმეტესად საღამოობით, ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ.
ფოტო: ლევან გაბეჩავა
მასალის გამოყენების პირობები