ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლას, სამეურვეო საბჭოს ინიციატივით, ანდრია დადიანის სახელი მიენიჭება. გადაწყვეტილებას მხარი ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს.
ანდრია დადიანი სამეგრელოს ბოლო მთავრის, დავით დადიანის, უმცროსი ვაჟი და წარმატებული მოჭადრაკე იყო.
ანდრია დადიანმა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა დღესდღეობით, ის უფრო ცნობილია, როგორც მოჭადრაკე. ანდრია დადიანი აფინანსებდაა ტურნირებს, საჭადრაკო გამოცემებს, აწესებდა საპრიზო ფონდებს და თავადაც მონაწილეობდა მატჩებში.
მასალის გამოყენების პირობები