რეგიონი
ზუგდიდის საკრებულოს და მერიის 2 ჯიპი დღეს გაიყიდება
TOYOTA LENDCRUISER-ის მარკის ავტომობილი, რომლითაც ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია სარგებლობდა, სავარაუდოდ, დღეს გაიყიდება. ელექტრონულ აქუციონზე ამ ეტაპზე 20 ბიჯი ფიქსირდება. მუნიციპალური ქონების საწყისი ფასი 40 000 ლარი იყო და ვაჭრობის შედეგად 4 000 ლარით გაიზარდა. აუქციონის დასრულებამდე 2 საათზე ნაკლები დრო დარჩა.

კიდევ ერთი TOYOTA LENDCRUISER-ის მარკის ავტომობილი, რომელიც მერიის ერთ-ერთ სამსახურს ეკუთვნოდა, სავარაუდოდ, საწყის ფასსზე - 48 000 ლარზე ოდნავ მეტად გაიყიდება. აქ ერთი ბიჯი ფიქსირდება და შესაბამისად, მისი ამჟამინდელი ფასი 48 250 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ ავტომობილს, რომელიც მერიამ ასევე აუქციონზე გაიტანა და მის დასრულებამდე ცოტა დროა დარჩენილი, მყიდველი, ჯერჯერობით, არ ჰყავს. TOYOTA PRADO-ს ფასი 30 000 ლარია, ხოლო LEXUS GX -ის 60 000 ლარი.

მერიაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ დარჩენილ დროში ზემოაღნიშნული ავტომობილები არ გაიყიდება, კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ფასი დააკლდეს და აუქციონზე კვლავ გაიტანონ.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერია ჯიპებს გაყიდის
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.