სოხუმი: 27 წლის განმავლობაში პირველად სამაშველო კატარღამ რუსეთთან საზღვაო საზღვარი გადაკვეთა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომლებმა სოხუმიდან სოჭის მიმართულებით
საცდელი საღვაო რეისი შეასრულეს, ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს, წერს „აბხაზია ინფორმი“.
გამოცემის ცნობით, 27 წლის განმავლობაში პირველად, „სამაშველო კატარღამ აფხაზეთიდან გადაკვეთა რესპუბლიკის საზღვაო საზღვარი“.
ამავე ცნობით, საგანგებო სიტუაციების შემთვევაში, საზღვრის გამარტივებული კვეთა „აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, გათვალისწინებულია 2011 წლის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით“.
მასალის გამოყენების პირობები