გუშინ მოსული ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად წალენჯიხასა და ზუგდიდში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. "ენერგო-პრო ჯორჯიაში" რადიო
"ათინათს" უთხრეს,
რომ ჯგუფები ამ წუთებში მუშაობენ, რათა დენის მიწოდება აღდგეს.
წალენჯიხაში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სოფელ ნაკიფუს აბონენტების ნაწილი, ქალაქში კი ქიაჩელის ქუჩისა და სალუკაოს უბნის მოსახლეობა.
რაც შეეხება ზუგდიდს, აღდგენითი სამუშაოები ამ დროისთვის ფაიფურის დასახლებასა და ავტოსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც მცხოვრებლების მცირე ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ძლიერმა წვიმამ და ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
დააზარალა.
მასალის გამოყენების პირობები