ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო ფოცხოს თემში ოთხ ლოკაციაზე დაამონტაჟეს.
ხელსაწყო შეტყობინების სისტემაა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება იქ მიმდინარე გეოლოგიური პროცესების მუდმივი კონტროლი და მეწყერის საშიშროების შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიღება. ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს.
„ასეთი სისტემის აწყობა, წარმოება და დანერგვა ხარჯეფექტიანია სახელმწიფოსთვის და რაც მნიშვნელოვანია, აპარატის ანალოგი არ არსებობს“, - აცხადებენ მერიაში.
ამავე ინფორმაციით, სკოლა-გიმნაზიის ეს ინიციატივა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
მოსწავლეებმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში „გეოლოგიური საფრთხეები“ 2017 წელს გამარჯვება მოიპოვეს და NASA-ს ლაბორატორიაში გაემგზავრნენ.
ამავე თემაზე:
ახალგაზრდა სენაკელი გამომგონებლები ზუგდიდში თანატოლებს შეხვდნენ (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები