ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნასა და მის მიერ ასამბლეის წაყვანას გააპროტესტებენ.
მშვიდობიანი აქცია სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ დაანონსა.
„რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში სხდომას უძღვება. საჭიროა დროული და დაუყოვნებლივი წნეხი. ვაიძულოთ, რომ შეწყვიტონ და მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. დღეს, 14:00 საათზე, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ერთად ვაპროტესტებთ ოკუპანტების ვიზიტს საქართველოში!“, - წერია სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქციის აღწერაში.
ამავე თემაზე:
პრეზიდენტი: რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება იყოს ჩვენსა და ჩვენი ქვეყნის ოკუპანტს შორის?
მასალის გამოყენების პირობები