ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იჯდეს. ამის შესახებ ქვარაიამ რადიო
„ათინათს“ უთხრა. მისი თქმით,
აუცილებელია, რომ სწრაფად გაეცეს პასუხი კითხვაზე, ვინ დაუშვა შეცდომა, რის შედეგადაც სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე აღმოჩნდა.
“რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, მით უფრო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არ უნდა იჯდეს. დაუშვებელია და მიუღებელი ის რაც მოხდა, ამაში ყველანი ვთანხმდებით. სხვა მოსაზრება აქ გამორიცხულია. თუ რატომ მოხდა ეს, ვინ დაუშვა შეცდომა, ამაზე დამაჯერებელი პასუხებია საჭირო და იმედია ეს პასუხები მალე გვექნება”, - გვითხრა ქვარაიამ.
ამავე საკითხზე რადიო
„ათინათი“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ედიშერ თოლორაიას კომენტარსაც ელოდება.
ამავე თემაზე:
ლელა ქებურია: პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის ყოფნა ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა
მასალის გამოყენების პირობები