ზუგდიდის მერი გიორგი (გეგა) შენგელია თვლის, რომ რუს დეპუტატებთან დაკავშირებით მოქალაქეების აღშფოთება გულწრფელი და სამართლიანია.
"ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, მიუღებელია ის, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში მოხდა. საქართველოს პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების გულწრფელი და ვიტყოდი სამართლიანი აღშფოთება და გულისტკივილი გამოიწვია", - ამბობს შენგელია.
მას შემდეგ, რაც პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნა "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გააპროტესტეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარება სხვა ადგილას გადაწყდა. სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ და იქიდან სესიის გაძღოლამ აღშფოთება საზოგადოებაშიც გამოიწვია. მოქალაქეებმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მომხდარი გააპროტესტეს და ხელისუფლებისგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვეს.
ამავე თემაზე:
ალექსანდრე მოწერელია საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას გმობს
მასალის გამოყენების პირობები