ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატების ვიზიტი ზუგდიდში აქცია-მსვლელობით გააპროტესტეს (ფოტო, ვიდეო)
16:21 / 20.06.2019
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქცია-მსვლელობა სახელწოდებით „სირცხვილია“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს
რუსული ოკუპაცია და გააპროტესტეს რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში, მათ შორის, პარლამენტში, სადაც სხდომათა დარბაზში ასამბლეას სერგეი გავრილოვი „კომუნისტური პარტიის“ წევრი უძღვებოდა. აქცია სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ დაანონსა.
„დღეს შევიკრიბეთ, რათა დავანახოთ ყველას, რომ რუსეთი ოკუპანტია და არ შევეგუებით რუსული ოკუპაციას. სადაც საქართველოს, რუსეთს და მართლმადიდებლობას ახსენებენ ერთად, ყოველთვისაა რუსული პროპაგანდა. საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ასამბლეა საქართველოში და ის, რითიც დაგვირგვინდა, არის შეურაცხმყოფელი და მიუღებელი საქართველოს მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ვართაგავამ.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
აქციას მაისურებით „რუსეთი ოკუპანტია“, საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
„დღეს გავრილოვი, რომელიც იზიარებს საოკუპაციო პოლიტიკას, იმყოფება საქართველოში რაღაცა გაუგებარ ღონისძიებაზე და ყველაზე შემზარავი ფაქტი იყო ის, რომ იგი საქართველოს პარლამენტის შენობაში იყო და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან, სავარძლიდან გველაპარაკა დანარჩენ საქართველოს. სწორედ ეს ფაქტი არის მიუღებელი. ეს ქვეყანა, რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, მისი ოცი პროცენტი მას აქვს ოკუპირებული და ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში მონაწილეობენ, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოში და მით უმეტეს რაღაცა ამ ტიპის გაუგებარ ღონისძიებებს მართავდნენ“, - თქვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ.
აქციაზე, რომელზეც 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა, სხვა ზუგდიდელებთან ერთად ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებოდნენ. მათ დაგმეს დღეს პარლამენტში მომხდარი და თქვეს, რომ ფაქტზე სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება აუცილებელია.
„ყველას პრობლემაა, ვისაც გული შესტკივა, ვის ცნობიერებაში რუსი ოკუპანტია და ის, რომ კომუნისტი გავრილოვი მართლმადიდებლურ ასამბლეას პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან წარმართავს, ცინიზმია. უდიდესი შეცდომაა დაშვებელი და პასუხი უნდა იყოს მკაცრად სამართლებრივი“, - თქვა ენმ-ის წევრმა თეიმურაზ ბასიალაიამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ კი საქართველოს ხელისუფლების პოზიციას მოღალატეობრივი უწოდა.
„კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი ხელისუფლება გვყავს. პირველ რიგში, უნდა გადადგეს ირაკლი კობახიძე, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობას მოღალატეობრივი ქმედების გამო“, - აღნიშნა შელიამ.
აქციის ორგანიზატორმა ცაბუნია ვართაგავამ მათთან მისვლისკენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მოუწოდა, თუმცა ზუგდიდის ბულვარში არცერთი მათგანი არ გამოჩენილა.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
"როსავიაციამ" ორ რუსულ ავიაკომპანიას, iFly-სა და Nordstar-ს, მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა. შესაბამისი ბრძანება რუსეთის რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ფესვებიანად მოპოვებული, ჯამში 89 ერთეული ბზის ნერგის უკანონო ტრანსპორტირების შემთხვევები გამოავლინეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები