საქართველოს პარტლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე დაკავებული თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მან განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს
სერიოზულად არ გააკეთებს. რაც შეეხება დღეს პარლამენტში რუსი დეპუტატის მიერ ასამბლეის წაყვანის ფაქტს, კობახიძე განმარტავს, რომ ღონისძიებების მენეჯმენტზე სწორედ პარლამენტის თავმდჯომარეა პასუხისმგებელი.
„მე ამასთან დაკავშირებით შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სერიოზულ კომენტარს იმ ადამიანების მოთხოვნაზე, რომლებიც ამ განცხადებით გამოდიან, ვერ გავაკეთებ, კონკრეტული მიზეზების გამო“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე ამჟამად ვიზიტით ბაქოში იმყოფება, სადაც დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ "რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამ ქვეყნის პარლამენტის წევრი იჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც ძალიან მძიმე სანახავი იყო".
პარალელურად, აქცია დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს რუსთაველზე, სადაც აქციის მონაწილეების ნაწილი შენობის ეზოში შესვლას ცდილობს. მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, არიან დაშავებულები.
ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავები, სპეცრაზმი და სპეცტექნიკაა მობილიზებული.
ამავე თემაზე:
ქვარაია: ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას ცდილობენ
მასალის გამოყენების პირობები