„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ანა წითლიძე, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე იმყოფებოდა, ცრემლსადენი გაზით მოიწამლა.
მისი თქმით, ახლა თავს უკეთ გრძნობს და არც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირვებია.
"ექვს საათამდე ვიყავით იქ. ჩვენ, ვინც ინტოქსიკაცია მივიღეთ, შედარებით უკეთ ვართ, ადამიანები, ძირითადად რეზინის ტყვიებით დაშავდნენ", - გვითხრა წითლიძემ.
რაც შეეხება კითხვას, იყვნენ თუ არა ზუგდიდელი აქტივისტები აქციაზე, წითლიძემ გვითხრა, რომ მათ, ჯერჯერობით, მხარდამჭერების თბილისში წასვლა არ დაუორგანიზებიათ, თუმცა, შესაძლოა, მოგვიანებით წავიდნენ.
ამავე თემაზე:
აქციის დაშლისას დაშავებულ ზუგდიდელ მსახიობს ოპერაცია უტარდება
მასალის გამოყენების პირობები