ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში, მდინარე ხობში მეცხრე კლასის მოსწავლე მდინარეში დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იყო წასული. მისი ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ერთ-ერთი ვერსიით, მას წყალში გული გაუსკდა.
შემთხვევა დღეს მოხდა.
შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები