ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში აქცია სახელწოდებით "სირცხვილია" ამ წუთებში დაიწყო. მისი ორგანიზატორები სამოქალაქო აქტივისტები არიან.
შეკრებილები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს იზიარებენ, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასა და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
"თვალთხარია წადი", "ვაღოლა" (არ ქნა. ქართ.), გათავისუფლდნენ მურუსიძის პატიმრები" - ასეთი შინაარსის ტრანსფარანტები უჭირავთ აქციის მონაწილეებს.
ამავე თემაზე:
2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება
„სირცხვილია“ - გახარიას გადადგომისა და სხვა მოთხოვნებით აქცია ზუგდიდშიც გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები