საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი “ART-KOLKHI” დღეს 19:00 საათზე ანაკლიაში გაიხსნება და 28 ივნისს დაიხურება.
მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ფესტივალის “ART-KOLKHI” მონაწილეებს კოლუმბიიდან, ისრაელიდან, ბელორუსიიდან და ლატვიიდან უმასპინძლა.
,,აღნიშნულ ფესტივალს, რომლის მიზანი სხვადსხვა კულტურის მქონე ერების დაკავშირებაა ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ წინ ლამაზი დღეები გველოდება, გავეცნობით თქვენს კულტურას, თქვენს ფოლკლორს და ჩვენს კულტურას და ტრადიციებსაც წარმოგიდგენთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ქვეყანაში მობრძანებისთვის“-მიმართა სტუმრებს მუნიციპალიტეტის მერმა.
მერიის ცნობით, გიორგი შენგელიამ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მათგანაც სიმბოლური საჩუქარი მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები