აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი დბარმა „პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, მხარი დაუჭირონ რუსეთს
და ენგურის ხიდი ორმხრივად ჩაკეტონ, საქართველოში სიტუაციის დარეგულირებამდე“, - წერს გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“.
სახალხო კრების სხდომაზე დეპუტატმა გენპროკურატურას მიმართა წინადადებით, „სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ქართველი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის მიმართ, რომელმაც „თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს მიმართა სიტყვებით : „ვხოცავდი თქვენიანებს, ვხოცავდი აფხაზეთში, ვხოცავდი და დავხოცავ“. მისივე წინადადებით, რუსეთმა საერთაშორისო ძებნაში უნდა გამოაცხადოს „ევროპული საქართველოს“ წევრი.
ამავე თემაზე:
აფხაზური მხარე აკაკი ბობოხიძის რუსული დელეგაციის მიმართ ნათქვამზე რეაგირებას ითხოვს
მასალის გამოყენების პირობები