ხობში, მდინარე ხობისწყალში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ოჯახის წევრები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება მათთან დღეს შევიდა.
„დღეს შემოვიდა შეტყობინება, რომ დაკარგული იყო ახალგაზრდა მამაკაცი. დღეს გავიდა ხუთკაციანი სამაშველო ჯგუფი და ცხედარი ხობისწყალში იპოვეს“, - ამბობენ საგანგებოში.
შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები