ახალი ამბები
ზუგდიდის მერი ახალ მოადგილეებზე: ეს არის გუნდი, ვისთან ერთადაც ვგეგმავ უკეთესი რეალობის შექმნას (ვიდეო)
„დიდი ხნის კონსულტაციებისა და ფიქრის შემდეგ ეს არის გუნდი, რომელთან ერთადაც ვგეგმავ უკეთესი რეალობის შექმნას“, - ასე წარადგინა გიორგი შენგელიამ ზუგდიდის მერის პირველი და მეორე მოადგილეები. შენგელიას განცხადებით, გუნდმა ის ორი ადამიანი აარჩია, ვინც სასიკეთო ცვლილებებს განახორციელებენ. ზუგდიდის ვიცე მერის თანამდებობას გიგა ფარულავა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე მერიის შესყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობდა. მეორე მოადგილე კი კონსტანტინე კაკავა იქნება.

„ეს ადამიანები ძალიან დიდი გამოცდილებით, შემართებით, ენთუზიაზმით და სიხარულით შეუდგებიან აღმშენებლობის საქმეს და ბევრ სასიკეთო ცვლილებას განახორციელებენ. გიგა ფარულავა არის კვალიფიციური და მონდომებული ახალგაზრდა, რომლის გამოცდილება პოზიტიურად წაადგება მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება კონსტანტინე კაკავას, ის არის ზუგდიდზე უზომოდ შეყვარებული, ნოვატორული იდეებით, კრეატივითა და მონდომებით. ჩვენს გუნდთან ერთად კარგ საქმეებს გააკეთებენ მუნიციპალიტეტისთვის. მინდა, ამ გამწევ ძალას ვუსურვო წარმატებები, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ხელმძღვანელობით ზუგდიდი კიდევ უფრო მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი იყოს“, - აღნიშნა შენგელიამ.

წარდგენის შემდეგ მოადგილეებმა გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს და დასძინეს, რომ აღნიშნულ თანამდებობზე, როგორც თავად ამბობენ, ქალაქის სამსახურში ყოფნა, პასუხისმგებლობა და პატივია.

„ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მაქსიმუმს გავაკეთებთ უკეთესი მომავლისთვის“, - თქვა ვიცე მერმა.

მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა კი ამბობს, რომ მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების ჩართულობა იქნება.

„მერიის სერვისები მუნიციპალიტეტის, მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული. ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, რომ მაქსიმალურად ჩაერთნენ ახალგაზრდები თავისი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში“, - აღნიშნა კაკავამ.

მერის მოადგილეების წარდგენას სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მერიისა და გუბერნიის თანამშრომლები დაესწრნენ.

ამავე თემაზე:

გეგა შენგელია: ორშაბათს მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდება

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.