სენაკში, მდინარე ცივში მამა-შვილის ცხედარი იპოვეს, რომელთაც წუხელ ღამიდან ეძებენ. როგორც რადიო”ათინათს”
მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა უთხრა, გარდაცვლილია მამა და მისი ქალიშვილი.
"მე როგორც მაქვს ინფორმაცია, საბანაოდ იყვნენ ჩასული. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი, თუმცა, საკმაოდ ცუდი მდინარეა. წუხანდელი ღამიდან ეძებენ და დღეს იპოვეს", - თქვა კუპრეიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში რადიო “ათინათს” უთხრეს, რომ სამძებრო ღონისძიებებში მაშველები და მყვინთავები მონაწილეობდნენ.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები