ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მდინარე ოჩხომურის ადიდებისა და ღელეების კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად, დაიტბორა სახნევ - სათესი სავარგულები, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები.
ჩამოშლილია ნაპირსამაგრი ჯებირები.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძირითადად,ზიანი მიადგა სოფლებს: ნაფიჩხოვოს,ჭოღას,ნაკიანს,მუხურს,ქვედაჩხოროწყუს,თაიას.
ნაფიჩხოვოში მოსახლეობა ნაპირსამაგრი ჯებირისა და სანიაღვრე არხის მოწყობას ითხოვს.
სტიქიის ზონაში მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა და შეხვდა მოსახლეობას. ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას და დაზარალებულებს შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
მასალის გამოყენების პირობები