ზუგდიდის საკრებულოს წევრს, ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე კაკავას უფლებამოსილება შეუწყდა.
ცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ამის საფუძველი კი კაკავას მერის მოადგილედ დანიშვნა გახდა.
"მას აქვს საკმაოდ ინოვაციური ხედვები, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, გამოიყენებს. ერთის მხრივ, გვწყინს, რომ მსგავსი იდეების მქონე წევრი გადის საკრებულოდან, თუმცა, მეორეს მხრივ, გვეიმედება და გვიხარია, რომ ის ამ ხედვებსა და ჩვენს ხმას გადაიტანს უკვე ახალი პოზიციიდან", - აღნიშნა საკრებულოს თავჯდომარემ.
თავად ახლად დანიშნულმა მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ მისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობა პატივი იყო.
"მინდა ფრაქციებს, კომისიებს მადლობა გადავუხადო ნაყოფიერი საქმიანობისთვის. მერიას აქვს გააზრებული კარგად საკრებულოს ფუნქციები და მზად ვართ, კონსტრუქციული და კოორდინირებული ურთიერთობა გვქონდეს. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ გამოწვევების დაძლევას. ჩვენი უმთავრესი მიზანია, ვიყოთ ხალხთან ახლოს. მე გტოვებთ, მაგრამ ვეცდები, ყველა სხდომას დავესწრო და გაგაცნოთ მერიის პოზიციები და მეტი დეტალი ამა თუ იმ საკითხის შესახებ.ჩვენი დევიზია "ზუგდიდის განახლებისთვის",- თქვა კაკავამ .
მას მერის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა დეპუტატებმა მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და აღნიშნეს, რომ მის წარმატებულ საქმიანობაში დარწმუნებულები არიან.
კონსტანტინე კაკავას ადგილს წარმომადგენლობით ორგანოში, სავარაუდოდ,
ჯონი ზარანდია დაიკავებს.
საკრებულოს უკვე ყოფილი წევრი მერმა გიორგი შენგელიამ
მეორე მოადგილედ 28 ივნისს
წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები