ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია "ზუგდიდობის" აღდგენას ითხოვს. ამის შესახებ მან საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა,
სადაც საკრებულოს წევრის კონსტანტინე კაკავას უფლებამოსილების შეწყვეტის ცნობა მიიღეს. ახალი ინიციატივით მან მერის ახალ მოადგილეს კონსტანტინე კაკავას მიმართა.
"იქნებ, დაიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ აღდგეს ეს დღესასწაული. ყველა თაობის ადამიანის სურვილია ეს და მომავალ წელს აუცილებლად უნდა გაიმართოს. უკეთესი იქნება, თუ წელსვე მოხერხდება დაჩქარებულად ამ საკითხზე მუშაობა", - აღნიშნა ფაცაციამ.
"ზუგდიდობა" ერთადერთხელ 2016 წელს გაიმართა. მისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 50 ათასი ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები