უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქში პირველ ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. ერთ მათგანი, ჩხოროწყუელი ტატო ნაჭყებიაა, ხოლო მეორე ზუგდიდის სოფელ ჩხოუშის მკვიდრი ბადრი ჭაჭუა.
ავარიის შედეგად გარდაცვლილები 41-42 წლის მამაკაცები არიან. როგორც რადიო
„ათინათს“ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა უთხრეს, გარდაცვლილებს სამშობლოში ამ დღეებში ჩამოასვენებენ.
მასალის გამოყენების პირობები