ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი დეპუტატის ბათლომე შელიას დაუპირისპირდნენ.
კამათი შელიას მხრიდან 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენების შეფასებას მოყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენები მთავრობის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების ბრალია. მის სიტყვით გამოსვლას მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, პარლამენტზე შტურმის მიტანა და პოლიციელების ცემა დანაშაულია და ხელისუფლებამ ადეკვატურად იმოქმედა. საბოლოდ, შელიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
"სიტყვით, გამოსვლას რომ ვაპირებდი, გუშინ დავაანონსე და იცოდნენ ეს ჩემმა კოლეგებმა. მინდოდა ჯანსაღი ოპონირება, მაგრამ მივიღე ის, რაც მოხდა. დამისვეს "ოცნების" აქტვისეტები, რომლებიც მერიის ააიპ-ებშიც არიან გაფორმებულები და ჩემი გამოსვლის გადაფარვა შეძახილებით ცადეს. ეს ხალხი უპასუხისმგებლო ხელისუფლების უპასუხისმგებლო წარმომადგენლები არიან", - თქვა შელიამ.
სხდომა გრძელდება და დღეს დეპუტატებმა 10-მდე საკითხი უნდა განიხილონ.
მასალის გამოყენების პირობები