გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 იანვრიდან 30 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1121 ფაქტი გამოავლინეს. 93 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
აქედან ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 88 ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით გამოვლინდა. ინფორმაციას ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 278 ფაქტი და ამოღებულია 120 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალის გამოყენების პირობები