გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე 10 მ3 მურყანის სახეობის მორების ტრანსპორტირებას დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ახდენდა.
ინფორმაციას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
ამავე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა დალუქეს.
მასალის გამოყენების პირობები