ზუგდიდში "რუსთავი 2"-ის საწინააღმდეგო აქციაზე ტელევიზიის ლოგოს გამოჩენა გააპროტესტეს
ზუგდიდის ბულვარში აქციაზე, რომელიც ამ წუთებში იწყება, მონაწილეებმა "რუსთავი 2"-ის მიკროფონისა და ლოგოს გამოჩენა გააპროტესტეს.
ისინი გმობენ ტელეკომპანიის ეთერით გადაცემა P.S.-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინებას და მოითხოვენ, რომ მათ აქციაზე ამავე ტელევიზიის ლოგო არ გამოჩნდეს.
"გაბუნიას გინება იყო საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, ჩვენ ვაპროტესტებთ საქართველოში არსებულ ვითარებას და აქციებს, რომლებიც თბილისში მიმდინარეობს, მათ შორის, ანტისაოკუპაციო და ლგბტ თემის აქციასაც", - აღნიშნა რამინ საჯაიამ, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და საზოგადოება "აფხაზეთის" წარმომადგენელია.
აქციის მონაწილეები, რომელთა შორის საზოგადოება "ზუგდიდელების" წევრებიც არიან, ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან იკრიბებიან.
მასალის გამოყენების პირობები