აგვისტოში ფოთში რამდენიმე დღიანი სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „წელიწადის ოთხი დრო-მეგობრობის პალიტრა“ გაიმართება.
შესაბამისი ტენდერი ქალაქის მერიამ გამოაცხადა და მისი შესყიდვის ღირებულება 8 200 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ფოთში მინიმუმ 4 უცხოელი მხატვრის ჩამოყვანა, ასევე, ათი დღის განმავლობაში 10 ადამიანის გადაადგილება, ტრანსპორტირება და კვება უნდა უზრუნველყოს.
ფესტივალის მონაწილეები მარტვილის კანიონსაც მოინახულებენ.
ფესტივალის ბოლო დღეს მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
ტენდერში წინადადებები 16-დან 18 ივლისის ჩათვლით მიიღება.
მასალის გამოყენების პირობები