ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მოლუსკის განმარხებული ნიჟარა იპოვეს. ის მოქალაქემ მდინარე ჟანისწყლის პირას შემთხვევით აღმოაჩინა.
როგორც რადიო "ათინათს“ ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ უთხრა, გაქვავებულ ნიჟარას პალეონტოლოგები შეისწავლიან და მის ასაკს დაადგენენ.
„დიდი ალბათობით, ეს ნიჟარა მდინარემ ჩამოიტანა... ეს არ არის არტეფაქტი, თუმცა ის გეოლოგიურად საინტერესოა, რადგან მასში განთავსებულია მოლუსკების ნიჟარები და ლოკოკინას ფრაგმენტები, ამიტომაც ემჩნევა მას ინტენსიური კვალი. რა თქმა უნდა, ის ათასწლეულებთან არის დაკავშირებული“, - ამბობს ლაშა ჯიქია.
აღმოჩენილი ქვები მპოვნელის სახლში ინახება.
მასალის გამოყენების პირობები