სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების ბეგლარ წილოსანის და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის უკანონო დაკავების ფაქტს.
როგორც უწყებაში რადიო
„ათინათს“ უთხრეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ჩართულობის შედეგად, თინათინ წილოსანი უკვე საკუთარ სახლშია.
„ამჟამად, ბეგლარ წილოსანის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია საერთაშორისო ორგანიზაციები“, - გვითხრეს სუს-ში.
რუსთავში 1 ივლისს არასრულწლოვანი გოგონა დაიკარგა, რომელსაც დედა რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. როგორც გაირკვა, გოგონა მამამ ოკუპირებულ აფხაზეთში
გადაიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები