„პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდელი წევრი: ლგბტ და კოლგოტიანი მამაკაცების აქციას არ ვემხრობით (ვიდეო)
17:46 / 11.07.2019
ზუგდიდის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ „პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა ლგბტქი თემისა და "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ აქცია გამართეს.
შეკრებილებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით გინება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მიმართვა ოკუპანტ ქვეყანას ომის დაწყებისკენ უბიძგებს.
„გაბუნიას მივმართავ, ომი რომ დაიწყოს და მართლა შემოვიდეს ის ოკუპანტი რუსი, თქვენ სად წახვალთ? ხომ დაიმალებათ ვირთხებივით? იმ ომს კი შეეწირებიან ახალგაზრდა ბიჭები. ჩვენ, ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ, ამით ვამაყობდით და უნდა ვიამაყოთ მომავალშიც. მტერი კი არა შვილის მკვლელი რომ იყოს, ნორმალური ვაჟკაცი არ შეურაცხყოფს მიცვალებულს და მსგავს სიწმინდეებს“, - თქვა შავლეგ თოდუამ, რომელიც ზუგდიდის მერის ბოლო არჩევნებზე "პატრიოტთა ალიანსიდან" კენჭს იყრიდა.
რადიო „ათინათის“ კითხვაზე, ამართლებს თუ არა ის რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტში ყოფნას და თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, თოდუა ამბობს, რომ მისი ჩამოყვანა ორი თვის წინ ხელისუფლების, "ევროპული საქრთველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაიგეგმა.
„გავრილოვი ვინც მოიყვანა, ყველამ კარგად იცით და თქვენ ჟურნალისტებმა სწორად გააშუქეთ ეს ამბები. გავრილოვის ჩამოყვანა წინასწარ იყო დაგეგმილი. მე თქვენ გეკითხებით, ორ წუთში როგორ გაჩნდა იქ პლაკატები, როცა გავრილოვი მივიდა. პროტოკოლი ორი თვის წინ იყო გაწერილი და ყველამ კარგად იცოდა, ვინ სად უნდა ყოფილიყო განაწილებული, ეს იყო მთავრობის ორგანიზებული", - თქვა მან.
რაც შეეხება თბილისში რუთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს, "პატრიოტია ალიანსის" წევრები ამბობენ, რომ ისინი ლგბტქი და „კოლგოტიანი კაცების“ პროტესტს მხარს ვერ დაუჭერენ.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 1:28
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -1:28
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
„მე ყველანაირ აქციას ვემხრობი და გვერდში ვუდგავარ, რომელიც ქართული ინტერესების დაცვას ეხება. დანარჩენი ლგბტქი და კოლგოტიანი კაცების აქციას არ ვემხრობი, არა ოკუპაციას იძახიან ერთი ხელით და მეორე ხელით რუსებს უბიძგებენ შემოვიდეს ჯარით“, - ამბობს თოდუა.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა, მხარეებმა მისი რატიფიკაციის დოკუმენტები გაცვალეს, იტყობინება ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს Telegram არხი.
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის რიცხოვნობა 4.4 ათასით შემცირდა და 283.3 ათასს გაუტოლდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ვკითხულობთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები