ზუგდიდის ბულვარში წიგნების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს (ვიდეო)
17:32 / 12.07.2019
ზუგდიდში წიგნების გამოფენა-გაყიდვა იმართება, სადაც მსურველებს ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, სასურველი გამოცემები 15-50% ფასდაკლებით შეიძინონ.
გამოფენა პროექტ „მოიზღვავე წიგნების“ ფარგლებში მიმდინარეობს. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის თიკო პარკაულის თქმით, მკითხველებს აქ ახალ გამოცემებთან ერთად, სხვა მწერლებთან ერთად, ზუგდიდელი ავტორების წიგნებიც დახვდებათ. „ტრადიციულად წარმოდგენილი გვაქვს თერთმეტი წამყვანი გამომცემლობის წიგნები. ყველა წიგნზე გვაქვს ფასდაკლება 15%-დან 50%-ის ჩათვლით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი მკითხველი გავანებივროთ ფასდაკლებით, რომ შეძლონ მათთვის სასურველი ლიტერატურის შეძენა. სიახლეა ახალი გამოცემები, როგორც ქართველი და ზუგდიდელი თანამედროვე ავტორები, ასევე თარგმნილი ლიტერატურა. აქტიურობა არის, რაც ძალიან კარგია. ორი დღის განმავლობაში ვიქნებით ამ ლოკაციაზე, ზუგდიდის ბულვარში 11-საათიდან 9-საათამდე“, - თქვა თიკო პარკაულმა.
ღონისძიება გამომცემლობა "ირიათონის" ორგანიზებით ზუგდიდში უკვე მეოთხედ ტარდება.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები