ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 34 ათასამდე ლარს გამოყოფს.
შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ორი ავტოფარეხის, კანცელარიისა და 7 სხვა სამუშაო ოთახის, ასევე, მეორე სართულის დერეფნის რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს.
სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 25 დღეში უნდა დასრულდეს.
ტენდერში წინადადებები 19-დან 22 ივლისის ჩათვლით მიიღება.
მასალის გამოყენების პირობები