ზუგდიდის მერიამ ფოტოაპარატის შესაძენად ტენდერი მესამედ გამოაცხადა
ზუგდიდის მერია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისათვის ფოტოაპარატს შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი 11 ივლისს გამოცხადდა და 22 ივლისს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 1 ერთეული ოპტიკური ხელსაწყოს შეძენა 5 700 ლარად იგეგმება. ფოტოაპარატი ახალი და არანაკლებ 26 მეგაპიქსელიანი უნდა იყოს.
აღნიშნული ტექნიკის შესყიდვაზე ტენდერი უკვე მესამედ ცხადდება.
მასალის გამოყენების პირობები