"ვლაქერნობისადმი" მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც დადიანების სასახლის ეზოში გაიმართა, საპატიო ზუგდიდელები დაასახელეს. ესენი არიან: ეროვნული სკოლის დამფუძნებელი
და მეათე საჯარო სკოლის დირექტორი ზური კუპრეიშვილი, კიკბოქსინგში სამგზის მსოფლიო ჩემპიონი დავით ქირია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ზუგდიდის ცენტრის უფროსი მარინა წულეისკირი და ქორეოგრაფი რეზო ჩხეიძე. ისინი ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ და ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ დააჯილდოვეს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, ადამიანებს, რომლებმაც საპატიო ზუგდიდელის წოდება მიიღეს, ქალაქის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით. მისივე თქმით, ეს ტრადიცია მომდევნო წლებშიც, "ვლაქერნობის" დღესასწაულზე გაგრძელდება.
საპატიო ზუგდიდელები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.
ამავე თემაზე:
დღეს საპატიო ზუგდიდელებს დაასახელებენ
ზუგდიდში „ბიგ ბენდისა“ და „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები