ზუგდიდში ვლაქერნობის აღნიშვნა ტრადიციულად დადიანების მუზეუმიდან დაიწყო და ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძრამდე მსვლელობით გრძელდება.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ და სხვა სასულიერო პირებმა კვართი და წმინდანთა ნაწილები დადიანების მუზეუმის საცავიდან გამოაბრძანეს. ამ წუთებში ისინი მრევლთან ერთად გალობით ტაძრიკენ მიემართებიან, სადაც სიწმინდეებს დააბრძანებენ. მშენებარე ტაძარში წირვაც გაიმართება, რის შემდეგაც მორწმუნეებს ექნებათ საშუალება კვართსა და სხვა სიწმინდეებს ემთხვიონ.
ვლაქერნობის დღესასწაულზე დასასწრებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. მსვლელობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
დღესასწაულის აღნიშვნა გუშინ თბილისის ბიგ ბენდისა და "ქართული ხმების" კონცერტით
დაიწყო, რომელზეც საპატიო ზუგდიდელებიც
დააჯილდოვეს. ხვალ, 16 ივლისს კი, მეგრული ფოლკლორის ფესტივალი "კოლხი და..." გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები