ვლაქერნობის ტრაპეზს ის სტიქაროსანიც ესწრება, რომელიც ჟურნალისტებს დაუპირისპირდა (ვიდეო)
17:45 / 15.07.2019
ზუგდიდის მერიამ 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვლაქერნობის დღესასწაულის ტრაპეზისთვის ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას 20 ათასი ლარი გამოუყო.
სადღესასწაულო ტრაპეზი რესტორან „თავადურში“ გაიმართა. მას უმეტესად სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის, საჯარო მოხელეების, ზუგდიდის მერიის ააიპ-ები თანამშრომლებისა და ექიმების ნაწილი დაესწრო. ტრაპეზზე იმყოფებოდა ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, ასევე, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და ყოფილი მერი ირაკლი გოგოხია.
სადილზე აფრიკელი მომლოცველებიც დაპატიჟეს, რომლებიც ზუგდიდში სპეციალურად ვლაქერნობის დღესასწაულზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.
ტრაპეზს ასევე ესწრება სტიქაროსანი, რომელიც დღეს ჟურნალისტებს დაუპირისპირდა და თანმხლებ პირებთან ერთად მათ პატრიარქის თანამოსაყდრისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მისცა. გიგა ჩიკვილაძე რესტორნიდან სოციალურ ქსელში ვიდეოებსაც ავრცელებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები