პროექტის "ახალგაზრდების ჩართულობა’’ შემაჯამაბელი ფორუმი მესტიაში (ვიდეო/ფოტო)
20:54 / 18.07.2019
ასოციაცია ,,ათინათის’’ პროექტი ,,ახალგაზრდების ჩართულობა“ დასრულდა და შემაჯამებელი ფორუმი მესტიაში, კოლეჯ ,,თეთნულდის’’ შენობაში ჩატარდა.
შეხვედრაზე ახალგაზრდების მიერ პროექტში განხორციელებული ტრენინგ სემინარების და პროექტში ჩართული მოქალაქე ჟურნალისტების საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს, ასევე, განიხილეს პროექტის აქტივობები და მისი შედეგები. პროექტის მონაწილეებს - სერტიფიკატები და საჩუქრები, ხოლო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
"ათინათის" წარმომადგენლის სალომე გუგუჩიას თქმით, პროექტის განხორცილების შედეგად მოქალაქეებსა და საჯარო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გამოცდილება დაგროვდა, რის შედეგადაც მოგვარდა თემის გარკვეული პრობლემები. ,,ვფიქრობ, რომ პროექტი წარმატებული იყო და მადლობას ვუხდი ამერიკის საელჩოს, რომ მოგვცა შესაძლებლობა განგვეხორციელებინა ის. იმედი მაქვს, თემი, პროექტში ჩართული ახალგაზრდები და თვითმმართველობა თანამშრომლობას გააგრძელებენ’’, - ამბობს პროექტის მობილიზატორი სალომე გუგუჩია.
პროექტში ჩართული სამეგრელოს მუნიციპალიტეტები: მესტია, აბაშა, ჩხოროწყუ და წალენჯიხა. ფორუმს ესწრებოდნენ ოთხივე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფის წევრები და ადგილობრივი ახალგზარდები. ,,ჩემთვის ეს პროექტი საინტერესო იყო, ვისწავლე ამბის მოძიება, პრობლემის ასახვა, გადაღება, მონტაჟი და მის ჟურნალისტურ პროდუქტად ქცევა.’’ - გვითხრა პროექტში ჩართულმა მოქალაქე ჟურნალისტმა ალექსი შამათავამ. შეკერბილებმა პროექტი დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია. ასოციაცია "ათინათმა" პროექტი ,,ახალგაზრდების ჩართულობა’’ 1 ოქტომბერს დაიწყო და ცხრა თვის განმავლობაში გაგრძელდა, პროექტის შედეგად ხელი შეეწყო ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და თვითმართველობასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის გაღრმავებას,მუნიციპალიტეტებში შეიქმნა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები, რომლის წევრებმა პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნით შეძლეს თემში არსებული საჭიროებების გამოვლენა, მოკვლეულ საჭიროებებზე მოქალაქე ჟურნალისტებმა შექმნეს მასალები და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საკრებულოს წარუდგინეს პეტიციები.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები