საქართველოს პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, სუსლიაკის საქმე უკრაინის გენერალურ პროკურატურას გადაეცა.
"გამომდინარე იქედან, რომ უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით, იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმე იგზავნება უკრაინის გენერალურ პროკურატურაში და საქმე ფაქტობრივად აღარ არის ქართული მხარის იურისდიქციის ქვეშ, საქართველოს პროკურატურა იულია სუსლიაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ვერც ერთი სახეს ვეღარ გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ გამოძიების მიმდინარეობისას საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში არაერთხელ მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით, თუმცა, აქამდე ქართულ მხარეს აღნიშნული მტკიცებულებები დღემდე არ მიუღია. შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება ეფექტურად შეძლებს მოიპოვოს სისხლის სამართის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც ხელს შეუწყობს ხსენებულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას. იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად, დღეს იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა.შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით იხელმძღვანელა და იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვი მათი მეურვეობისა და ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფის შესახებ გარანტიების მიღების შემდეგ უკრაინას გადასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე დღეს
გაათავისუფლეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.
ამავე თემაზე:
იულია სუსლიაკი: გარანტიას ვიძლევი, რომ საქმის გამყალბებლები პასუხს აგებენ
მასალის გამოყენების პირობები